ზესტაფონი-ქუთაისი
„ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა.
მონაკვეთზე გაზსადენის რეაბილიტაცია არსებული 500მმ-იანი დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც გაზსადენის გამტარუნარიანობა, ასევე მთლიანად მაგისტრალური გაზსადენების სისტემის საიმედოობა.
მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „საქმილსადენმშენ“-მა განახორციელა. მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარი იყო.
მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი-ქუთაისის“ მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა.