გორი-ქარელი

მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, რომელიც საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI განახორციელა, 2014 წლის აპრილში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.

მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 3,777,532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

გაზსადენის არსებულ მონაკვეთზე 1960-იან წლებში აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700მმ დიამეტრის სექციებით შეიცვალა, რითაც გაიზარდა მილსადენის გამტარუნარიანობა.

პროექტის გაგრძელებას წარმოადგენდა „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 13კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2015 წელს განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “საქმილსადენმშენმა“ აწარმოა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2017 წელს გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას.