მიწისქვეშა გაზსაცავი

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. 

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცედურები საერთაშორისო შესყიდვების წესების შესაბამისად. 

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წარმატებით აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზე, რაც KfW-სგან მიღებულ დაფინანსებასთან ერთად, საკმარისი იქნება პროექტის განსახორციელებლად. 

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2022 წელს დაიწყებს. ხოლო პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.
ბსგზშ-ს სკოპინგის შემუშავების ეტაპზე სამი საჯარო შეხვედრა გაიმართა სოფელ ვაზიანში, მუხროვანის დასახლებასა და გარდაბანში (2019 წლის, ივნისი-აგვისტო). საქართველოს კანონმდებლობის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნების მიხედვით, პროექტისთვის მომზადდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. 

საერთოშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით, ბსგზშ-ს ანგარიშის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის მიზნით, განხორციელდება 3 საჯარო შეხვედრა გარდაბანში, სოფელ ვაზიანსა და მუხროვანის დასახლებაში 2019 წლის 24-26 დეკემბერს. (გთხოვთ იხილოთ განცხადება) 
სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და ყველა თანდართული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: 
https://drive.google.com/open?id=1rtdTQno3Lt0ALTk_K_hWsufQ2zN8oqXg 

საჯარო განხილვა არის ღია და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.