“ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ-იანი სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სნგკ) “ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ-იანი სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე მოიხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა, განლაგდა მილები და დაწყებულია მათი შედუღების პროცესი.


საკურორტო ზონა - გოდერძის არასოდეს ჰქონია გაზმომარაგების რაიმე ალტერნატიულ წყარო. პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივ აირს მიიღებენ მაღალმთიანი კურორტები გოდერძი და ბეშუმი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონში საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.