რუსთავის გაზგამანაწილებელი სადგური

 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ქალაქ რუსთავში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სადგური ააშენა.

 

ახალი გაზგამანაწილებელი  სადგური, რომელიც კორპორაციის 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით აშენდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსთავის 130 000 მოსახლეობისა და მსხვილი საწარმოებისთვის  ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის ხარისხს,   მინიმუმამდე დაიყვანს დანაკარგებს და ავარიების   რისკს.

 

ქალაქი რუსთავი სრულად  65 ათას კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, მათ შორის 15 ათას კუბურ მეტრს მოსახლეობა და 50 ათასი კუბურ მეტრს კი მსხვილ კომერციული ობიექტები, როგორებიცაა: რუსთავის ფოლადი,   რუსთავის აზოტიდა ჰაიდელბერგცემენტი.

 

გაზგამანაწილებელი სადგურის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა იტალიურმა კომპანიამ  “Forain Srl“  შეასრულა.

 

რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალი სადგურის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და დათქმულ ვადაში, დეკემბერში დასრულდა.  ამ დრომდე რუსთავის მოსახლეობას და საწარმოებს  ბუნებრივი გაზი მოძველებული, 1959 წელს აშენებული გაზგამანაწილებლის მეშვეობით მიეწოდებოდა.