საქართველო მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

22 მაისი, 2023

საქართველოში ინოვაციური პროექტი იწყება, რომელიც  მწვანე წყალბადის წარმოებას  გულისხმობს. ტრადიციული, წიაღისეული ენერგიის ყველაზე სუფთა ალტერნატივად მიჩნეული მწვანე წყალბადით სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. საქართველო კი, რომელსაც განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, ამ შესაძლებლობის გამოყენებასა და მწვანე წყალბადით მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებას გეგმავს.

 

ურთიერთგაგების მემორანდუმს, მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის უკვე მოეწერა.

 

„გაფორმებულ მემორანდუმში გამოხატულია მხარეთა განზრახვა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც  მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით)“, - ვკითხულობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც ნათქვამია ისიც, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებს.

...
გაიგეთ მეტი

სხვა სიახლეები

1 GEL = 2.7433 USD