ტეხასის ნავთობკომპანიამ საქართველოსთან არბიტრაჟი წააგო
14 ივლისი, 2020
უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასის ენერგეტიკულ ფირმასა და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიას შორის, ბრძოლა, რომელიც აერთიანებს კორპორატიული ინტრიგების, საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებს.
ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ-ის მოკავშირე და ნატოს პარტნიორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნავთობის ძებნა-ძიების კონტრაქტს ტეხასურ კომპანიასთან 1990-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოკლე პერიოდში.
მოწინააღმდეგე მხარეა ,,ფრონტერა რისორსიზ“, ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დააარსა ჰიუსტონის ყოფილმა მერმა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ, ბილ უაითმა. „ფრონტერას“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და გასულ წელს ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა, ხოლო საქართველოში მისი საქმიანობა წინააღმდეგობებით ხასიათდება.
საქართველოს ოფიციალური პირები „ფრონტერას“ ადანაშაულებენ საერთაშორისო არბიტრაჟის განჩინების შეუსრულებლობაში, რომელიც უკავშირდება კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას, რომელიც ქართულმა მხარემ მოიგო. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შეწყვიტა კონტრაქტი.
„ფრონტერა“ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმაში ჩაერთო“ - განაცხადა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ ბოლოდროინდელ ინტერვიუში. ,,როგორც ჩანს, „ფრონტერას“ გადაწყვეტილი აქვს ზიანი მიაყენოს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებს“.
“ფრონტერა“ აცხადებს, რომ საქართველო ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს, მაგრამ საჯაროდ არ გაუკეთებია რაიმე განმარტება ან კომენტარი ამის თაობაზე. კომპანიამ მხარდაჭერა მიიღო აშშ ორი სენატორისგან, რომლებიც ენერგიულად ჩაერთნენ ბრძოლაში და საქართველო ანტი-ამერიკული ბიზნეს გარემოს ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.
ტეხასის შტატის სენატორების - ტედ კრუზისა და ჯონ კორნინის და ტეხასის ორი კონგრესმენის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლებისთვის 15 მაისს გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ საქართველოს შემაშფოთებელი კავშირები აქვს რუსეთის მთავრობასთან.
ზოგიერთი დამკვირვებელი ამას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რუსულ გავლენასთან დაკავშირებულ განცხადებებს ,,როგორც წესი, უარყოფენ თბილისთან ურთიერთობის მქონე დიპლომატები“. აშშ სხვა სამთავრობო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რეალობა საპირისპიროა: საქართველო აშშ-ის წამყვანი პარტნიორია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის განეიტრალებაში.
მაგალითად, აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში შავი ზღვა მოხსენიებულია, როგორც „რუსეთის გასასვლელი მსოფლიოში“ და მასში აშშ-ს მოუწოდებენ ,,იყოს საქართველოს პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში აშშ გავლენის გასაფართოებლად და რუსეთის გავლენის სფეროს შესამცირებლად“.
1991 წელს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო დასავლეთზე იყო ორიენტებული და 1997 წელს „ფრონტერასთან“ ხელი მოაწერა კონტრაქტს ნედლი ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ.
„ფრონტერა“ ერთი წლით ადრე ჩაყალიბდა, მაგრამ 2010 წლისთვის ცნობილი იყო, როგორც „წარუმატებელი ფირმა“. კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული და ჰიუსტონში საოპერაციო ოფისის მქონე კომპანია დიდ იმედებს ამყარებდა საქართველოზე.
„ფრონტერას“ მომავალი შემოსავლები დამოკიდებულია საქართველოში მისი ოპერაციების შედეგებზე“, - აღნიშნავდა „ფრონტერა“ 2015-16 წლების ფინანსურ ანგარიშგებაში.
მაგრამ კომპანია უსიამოვნებებში გაეხვია ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ხშირად მიიჩნევდნენ, რომ ის ,,საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა საქართველოს ნავთობისა და გაზის მარაგებს“.
2018 წლისთვის, „ფრონტერამ“ თავის ბევრ ქართველ დასაქმებულს ანაზღაურება ვერ გადაუხადა, რომლებმაც მომდევნო წელს თბილისში ორი საპროტესტო აქცია გამართეს.
ზოგიერთ მედია კომპანიას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, ფრონტერა „სამართალდამრღვევი აშშ ნავთობის კომპანიის“ სახელით ჰყავს მოხსენიებული.
„ფრონტერას“ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთანაც გაუფუჭდა და 2018 წელს, საქართველოს ნავთობისა და გაზის ორმა სახელმწიფო ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. მათ კომპანია კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგანაც ის უარს აცხადებდა „სახელმწიფოსთვის იმ მიწის დაბრუნებაზე, რომელსაც აღარ იყენებდა მოპოვებისთვის“.
მას შემდეგ, რაც „ფრონტერამ“ შეგებებული სარჩელით უპასუხა, აპრილში სასამართლომ ერთხმად გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, განაცხადა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი და ამ ფირმას დააკისრა სადავო 5,000 კვადრატული კილომეტრის დაუყოვნებლივ დაბრუნება და ზარალის ანაზღაურება.
როგორც ბოლოდროინდელი კვლევა გვიჩვენებს, საერთაშორისო არბიტრაჟი უფრო და უფრო მიმზიდველი ვარიანტია სამართლებრივი დავების გადაწყვეტის მიზნით და „ფრონტერას“ მხრიდან უარის თქმა საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულებაზე ეწინააღმდეგება სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს, რადგან ნეიტრალური და სავალდებულოა“.
როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის იურიდიული კომპანია - Aceris Law - აცხადებს, ეს მოთხოვნა „ძალიან მნიშვნელოვანია ტრანს-სასაზღვრო ოპერაციებში“.