რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
21 თებერვალი, 2020
"სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს," - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის - TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ბახტაძის შეფასებით, ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. ბახტაძეს მიაჩნია, რომ შედეგად საქართველოს გაუადვილდება პროგრესულ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება.
"საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან ერთად, უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. TANAP-ის ამოქმედების შემდეგ, თანდათანობით გაიზრდება სამხრეთის გაზის კორიდორით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობები," - განუცხადა ექსკლუზიურად report.ge-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ.
მისივე ინფორმაციით, TANAP-ის ამოქმედების შემდეგ, 2018 წელს, საქართველოზე გაიარა დაახლოებით 1,5 მლრდ კუბური მეტრით მეტმა გაზმა (ჯამში 8 მლრდ კუბური მეტრი) იმასთან შედარებით, რაც მანამდე მოქმედი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, 2019 წელს კი - დაახლოებით 2,7 მლრდ-ით მეტმა (ჯამში 9.2 მლრდ კუბური მეტრი). შედეგად 2020 წელს საქართველოს შესაძლებლობა აქვს შეღავათიანი ფასით შეისყიდოს დამატებით 75 მლნ კუბური მეტრი გაზი, ხოლო 2021 წელს დაახლოებით 125 მლნ კუბური მეტრი გაზი.
"ხოლო იმისათვის რომ TANAP და მთლიანობაში - სამხრეთ გაზის დერეფანი ფუნქციური გამხდარიყო - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შაჰ-დენიზის კონსორციუმმა სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიმძლავრის გასაზრდელად მშენებლობაში და მომსახურებაში ბოლო სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარამდე დახარჯა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მნიშნელოვან საერთაშორისო საინვესტიციო მხარდაჭერას წარმოადგენდა. კერძოდ, ჩვენ ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 2000-მდე ადამიანი, აშენდა 62 კმ-ის სიგრძის ახალი მილსადენი. აგრეთვე, 2 დამატებითი საკომპრესორო სადგური და ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგური. ასევე დაიგეგმა 2 კმ-იანი შემოვლითი მილსადენის მშენებლობა თურქეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სატუმბ სადგურთან," - განუმარტა ბახტაძემ report.ge-ს და დასძინა, რომ ევროპის გაზის დერეფნის ამოქმედებით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს პირველ რიგში თვითონ საქართველო. ბახტაძე მიიჩნევსმ რომ ენერგო უსაფრთხოების გარდა, სამხრეთ დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს.
"როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველო ევროპის უშუალო ინტერესის არეალში მოექცევა, რაც პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ეს სარგებელი ორმხრივია, ვინაიდან საქართველო, როგორც სტაბილური და მდგრადი სახელმწიფო - კრიტიკულად აუცილებელია ასევე ევროპისთვის. ევროპისთვის მნიშნელოვანია, რომ მისი ბაზრისთვის განკუთვნილი ენერგეტიკული ნაკადები მაქსიმალურად თავისუფალი იყოს პოლიტიკური თუ სხვა სახის რისკებისგან. ეს იყო სწორედ ის ძირითადი გარემოება და მიზეზი, რის გარშემოც ჩამოყალიბდა სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის (როგორც რუსული გაზის ერთადერთი ალტერნატიული საიმპორტო მილსადენის მარშრუტის) კონცეფცია. ბუნებრივია, ამგვარი მასშტაბური პროექტები მონაწილე ქვეყნებს შორის მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე შეიძლება იყოს გათვლილი, რაც ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბაზისო ფაქტორია," - გვიხსნის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეისათვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას). როგორც მინისტრმა report.ge-ს განუცხადა, 2019 წელს საქართველომ 2.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა. მოთხოვნის 95%-ი აზერბაიჯანული გაზის იმპორტით დავფარეთ. ესაა გაზი, რომელიც მოვიხმარეთ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ. ამაში შედის შაჰდენიზიდან მომავალი გაზის ქვოტა და ასევე "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზი. მხოლოდ მცირე მოცულობა 140-160 მილიონი კუბური მეტრი გაზი ვიყიდეთ რუსეთიდან, რაც საშულოდ მთელი ჩვენი ბაზრის 5%-ს უტოლდება.
შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზით, "ტანაპის" ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.