გიორგი ბახტაძე - 2020 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განაგრძობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში თავისი როლის შესრულებას
07 თებერვალი, 2020
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ გასული წლის შედეგები შეაჯამა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.
- ცოტა ხნის წინ გაიმართა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინვესტიციით აშენებული გარდაბნის ახალი თბოსადგურის გახსნის ღონისძიება, სადაც პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციას პროექტის განხორციელებისთვის. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროექტს? შეიძლება იგი დასახელდეს თქვენი კორპორაციის ყველაზე წარმატებულ პროექტად?
- გარდაბანის „თბოსადგური-2“ არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, კორპორაციისთვის. ახალი თბოსადგური, რომელიც 230 მეგავატს მატებს ერთიან ენერგოსისტემას, თითქმის 2-ჯერ, 50%-ით, ამცირებს ქვეყანაში იმპორტირებულ ელექტროენერგიას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად სტაბილურს ხდის ქვეყნის ელექტროსისტემას. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ პროექტი საკუთარი ფინანსური სახსრებით, 180 მილიონი დოლარის ინვესტიციით განახორციელა და უმოკლეს, დათქმულ ვადაში დაასრულა. ახალი თბოელექტროსადგური, საქართველოში პირველი, ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ანუ Black Start ფუნქციით არის აღჭურვილი, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემაში ავარიული მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში ამუშავების, ელექტროსისტემისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. გარდაბნის თბოსადგური-2 რა თქმა უნდა, ჩვენი კორპორაციისთვის გასული წლის ყველაზე წარმატებული პროექტია.
- რამდენად დაემთხვა კორპორაციის 2019 წლის დასაწყისში გაწერილი გეგმა და წლის ბოლოს მიღებული შედეგი ერთმანეთს?
- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბიზნეს-გეგმის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისში დასახულ მიზნებსა და შედეგებს ნამდვილად მივაღწიეთ, ვგულისხმობ როგორც ფინანსურ შედეგებს, ასევე განხორციელებულ პროექტებს. ჩვენი მოლოდინებით კომპანიის წმინდა მოგება დაგეგმილზე მეტი იქნება, ეს წარმატება ჩვენი გუნდის ძალიან მიზანმიმართულმა და შედეგზე ორიენტირებულმა შრომამ და ასევე, კორპორაციის კომერციულ სექტორში ოპერირებამ განაპირობა.
- გარდაბნის თბოსადგურის გარდა კიდევ რა მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფდით, რაც 2019 წელს განახორციელა კორპორაციამ?
- ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებიდან ასევე აღსანიშნავია რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის მშენებლობა. სადგური უკვე დავასრულეთ, იგი უახლოეს დღეებში დაერთდება ქსელზე; მალე რუსთვის 65 ათასიან მოსახლეობას და უმსხვილეს საწარმოო ობიექტებს ბუნებრივი გაზი ახალი, თანამედროვე სტანდარტის გაზგამანაწილებელი სადგურის მეშვეობით მიეწოდება- გაიზრდება გაზმომარაგების საიმედოობა და ხარისხი. სხვათა შორის, ამ დრომდე რუსთავი 1959 წელს აშენებული გაზგამანაწილებლის მეშვეობით მარაგდებოდა. ამ პროექტში კორპორაციამ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადიგენი- გოდერძის ახალი, 33 კილომეტრის გაზსადენი, რომელიც ასევე ჩვენი კორპორაციის ფინანსური სახსრებით- 11.5 მილიონი ლარის ინვესტიციით ავაშენეთ. გოდერძის საკურორტო ზონამ წელს პირველად მიიღო ბუნებრივი გაზი, რაც ახალ შესაძლებლობებს იძლევა არამარტო კურორტის განვითარებისთვის, არამედ არსებითად აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. 2019 წელს კორპორაციამ მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 97 კილომეტრი გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
- გასულ წელს სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კორპორაციას გაუუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი, თუმცა მათსავე განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ კორპორაციის სამომავლო პროექტები, როგორიცაა მიწისქვეშა გაზსაცავი, კორპორაციისთვის გარკვეულ ფინანსურ რისკებს შეიცავს. პირველ რიგში, რით იყო განპირობებული აღნიშული გაუმჯობესება და როგორ აპირებს კორპორაცია თავი აარიდოს მოსალოდნელ რისკებს?
- მთავარი ფაქტორი, რამაც კორპორაციის რეიტინგის გაუმჯობესება განაპირობა, იყო ქვეყნის რეიტინგის გაუმჯობესება. სარეიტინგო სააგენტომ რა თქმა უნდა, ასევე გაითვალისწინა კორპორაციის ფინანსური მდგრადობა და დივერსიფიკაცია ელექტროენერგიის გენერაციის კუთხით. რაც შეეხება გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებულ რისკებს, ეს პროექტის კომპლექსურობიდან და მისი ღირებულებიდან გამომდინარეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კორპორაციამ უკვე მოიზიდა 150 მლნ. ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი დაბალი საპროცენტო განაკვეთით გერმანიის განვითარების ბანკისგან (KfW). 2020 წელს აგრეთვე იგეგმება სასესხო ხელშეკრულების გაფორმება ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), რაც სრულად უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსურ რესურსს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს KfW-ს წესებით და სწორედ ეს ბანკი წარმართავს ამ პროცესს სხვა მონაწილეებთან ერთად.
რაც შეეხება თვითონ გაზსაცავის მშენებლობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას; ჩვენთვის საამაყოა, რომ მას სწორედ ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს. ამჟამად მიმდინარეობს ტენდერის ბოლო ფაზა, იმედი გვაქვს წლის პირველ ნახევარში გამოვავლენთ გამარჯვებულ კომპანიას.
- 2020 წლისთვის 300 მილიონი ევროს ოდენობის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავთ? როგორ აპირებთ ამ პროექტის განხორციელებას და რას მოუტანს ეს კორპორაციას?
- გაზაფხულზე დაგეგმილი გვაქვს რეფინანსირება და ბაზრიდან დაახლოებით 300 მილიონი ევროს მოზიდვას ვგეგმავთ. რეფინანსირება განკუთვნილია ძველი, 250 მილიონი დოლარის დავალიანების გადასაფარად და დანარჩენი მოზიდული თანხა გამოყენებული იქნება გენერაციის ახალი ობიექტის- გარდაბნის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის.
- ნოემბრის ბოლოს გაიმართა ტრანს- ანატოლიური გაზსადენის TANAP ოფიციალური გახსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. პრემიერის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას კიდევ უფრო მეტ დატვირთვას სძენს. თქვენ, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების მფლობელი კომპანიის დირექტორი, როგორ აფასებთ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის?
- საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის.
როგორც იცით, 2018 წლამდე, TANAP-ს ექსპლუატაციის დაწყებამდე საქართველოს შეეძლო შაჰ დენიზის საბადოდან, მაქსიმუმ 330 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება. მისი ამოქმედების შემდეგ თანდათანობით გაიზრდება სამხრეთის გაზის კორიდორით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობა: 2024-2026 წლებისათვის და შემდგომ პერიოდში იგი 22 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი შეღავათიანი ფასით მიიღოს.
ამ დრომდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა (ახორცილებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში), TANAP-ის ამოქმედების შემდეგ მას უკვე საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.
- რა გეგმები აქვს კორპორაციას 2020 წლისთვის? რა იქნება წელს თქვენი საქმიანობის პრიორიტეტები?
- რამდენიმე წელია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქმიანობის დივერსიფიკაციის შედეგად, ინტენსიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში. ამ ბაზარზე ჩვენ უკვე ძალიან სერიოზულ მოთამაშედ ჩამოვყალიბდით და 2020-შიც ჩვენი ბიზნეს-გეგმის თანახმად აქტიურად ვიქნებით ამ პროცესის მონაწილე.
ამ დროისთვის კორპორაციამ უკვე დაასრულა გარდაბანი 3-ის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ცნობილია, რომ მისი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 272 მეგავატი იქნება. წლის მეორე ნახევარში ვგეგმავთ პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, ხოლო 2022 წლის ბოლოს თბოსადგური ექსპლუატაციაში შევა.2020 წელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია, რა თქმა უნდა, განაგრძობს თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში.
კორპორაციის პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სოციალური სექტორის, ბუნებრივი გაზით მომარაგების გარანტირებული უზრუნველყოფა, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
ჩვენი ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია, ცხადია იქნება ორი დიდ, სამომავლო პროექტზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ- ეს არის გარდაბანი 3-ის და გაზსაცავის მშენებლობა. ამასთან ერთად, ჩვენ კვლავაც აქტიურად განვაგრძობთ გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებს.