შალვა კიკნაველიძე ხობში მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10 დეკემბერი, 2024
ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძემ, ხობის მუნიციპალიტეტში, 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო მონაკვეთების მშენებლობის დასკვნით ეტაპზე მყოფი პროექტი მოინახულა.

რეაბილიტაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალის 293-298 კილომეტრებს შორის არსებულ სამ დაზიანებულ უბანზე მიმდინარეობს და იგი ძველი, ამორტიზებული მილსადენის პარალელურად ახლის მშენებლობასა და ჩანაცვლებას გულისხმობს.
სამივე მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1,2 კილომეტრია.

პროექტს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სრულად საკუთარი ძალებით - ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით ახორციელებს. პერსონალს სამუშაოების წარმოება საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში, ვიწრო სამშენებლო დერეფანში უწევს.

მილსადენი ბუნებრივი აირით ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს ამარაგებს ...
გაიგეთ მეტი

სხვა სიახლეები

1 GEL = 2.8082 USD