შალვა კიკნაველიძე

შალვა კიკნაველიძე დაიბადა 1987 წლის 19 მარტს.

 

განათლება 

 

2004-2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ბაკალავრი.

2010-2012 - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის ფაკულტეტი, მაგისტრი.

2011 - საერთაშორისო ლიდერების პროგრამა, აშშ.

2012 -  ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლა, აშშ.

 

სამუშაო გამოცდილება

 

2007-2008 - შპს „ნანსტუდიის“ დირექტორი;

2009-2012 - კავშირი „ახალგაზრდული ფორუმის“ თავმჯდომარე;

2012-2016 - საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“;

2013-2016 - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;

2013-2016 - საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე;

2016-2020 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი;

2016-2019 - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

2019-2020 - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2021-2022 - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მრჩეველი პროექტების მართვის საკითხებში.

 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.