ზესტაფონი-ქუთაისის 23 კმ-იანი და გორი-ქარელის 20 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა
20 სექტემბერი, 2013
მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონი-ქუთაისის 23 კმ-იანი და გორი-ქარელის 20 კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის სატენდერო წინადადებები შვიდმა კომპანიამ წარმოადგინა.
კომისია შემოსული წინადადებების პაკეტების ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისობას შეისწავლის და აუცილებელი კრიტერიუმის გათვალისწინებით გამარჯვებულს უახლოეს მომავალში დაასახელებს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის მე-IV ფაზის ფარგლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერები ივლისში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი თერთმეტმა კომპანიამ გამოთქვა, თუმცა სატენდერო წინადადებები მხოლოდ შვიდმა კომპანიამ წარმოადგინა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ, 2-3 სექტემბერს ზესტაფონი-ქუთაისის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და გორი-ქარელის 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტებზე საველე გასვლები განხორციელდა და პრეტენდენტებს ობიექტების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.