წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განახორციელებს
08 სექტემბერი, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის დაუმთავრებელი 300მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ტენდერში კორპორაციის შვილობილმა "გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" გაიმარჯვა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სუბკონტრაქტორ კომპანია "New Energy"-სთან ერთად შეასრულებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული გაზსადენის მონაკვეთების (700 მეტრი) სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და დაახლოებით 6-კილომეტრიანი მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობა.
სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ბუნებრივი გაზის ახალქალაქამდე მიწოდება.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.