ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
15 ოქტომბერი, 2012
მაგისტრალურ გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ”საქმილსადენმშენის” და ”პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლიაციის” ერთობლივი საწარმო უზრუნველყოფს.
გაზსადენის მშენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი თერთმეტმა კომპანიამ გამოთქვა, თუმცა სატენდერო წინადადებები ცხრამ კომპანიამ წარმოადგინა. შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების განხილვის შემდეგ კორპორაციამ გამარჯვებულად დაასახელა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალურ გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი მაისში გამოაცხადა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ეტაპს ქუთაისი-აბაშის 47კმ მონაკვეთის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.