საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასპინძაში გაზის რეგულირების სადგური გახსნა
11 მაისი, 2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასპინძაში გაზის რეგულირების სადგური გახსნა, რომლითაც ასპინძის რაიონი გაზით მომარაგდება. პრეზიდენტმა ახალციხის გაზმომარაგების მიზნით გაზსადენის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებს და განაცხადა, რომ ასპინძის გაზმომარაგრების მიზნით მიმდინარე მშენებლობას გასულ ზამთარს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა.
"ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მომავალი ამგვარი ადამიანების მხრებზე დგას", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
ახალციხეში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებით დამთავრდება მაღალი წნევის გაზით რეგიონის მთლიანი გაზიფიცირება.
გაზიფიკაციისათვის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა 167 კმ-იან მაგისტრალზე. აშენდა ახალი გაზსადენი, აღდგა ძველი მაგისტრალის გაძარცვული და დაზიანებული მონაკვეთები. ახალციხის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად აშენდება დამატებით 25 კმ-იანი მაგისტრალი.
ბოლო ერთ წელიწადში ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მაღალი წნევით გაზი უკვე მიეწოდება წალკის, ახალქალაქისა და ასპინძის რაიონებს. რაიონების შიდაგაზიფიცირება კერძო ინვევსტიციებით იგეგმება.