თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია GIOGIE-2011 გაიხსნა
29 მარტი, 2011
თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა-კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა"- GIOGIE-2011 დღეს "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიხსნა.
ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გახსნა, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებზე და მათ პერსპექტივაზე ისაუბრა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობაზე, მიმდინარე და პერსპექტიულ პროექტებზე ისაუბრა კომერციულმა დირექტორმა დავით ონიანმა. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გენერალური დირექტორის მრჩეველის თემურ გოჩიტაშვილის გამოსვლა, რომელიც წარადგენს პრეზენტაციას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე.
კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც 2021 წლამდე ენერგეტიკის დარგის განვითარებაზე, საქართველოში ენერგეტიკულ პროექტებზე, ასევე საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ, ორ დღეს გასტანს და ხვალ. 30 მარტს დაიხურება.
GIOGIE ყოველწლიურია და უკვე მეათედ იმართება. წელს მასში 15 ქვეყნიდან 150 დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის, დელეგატები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, ყახაზეთიდან, უკრიანიდან და აზერბაიჯანიდან.