ТAP- ის პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველო დამატებით რამდენიმე ასეულ მლნ მ3 გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს

02 ნოემბერი, 2018
სამხრეთის გაზის კორიდორის ევროპული ნაწილის - ტრანსადრიატიკული გაზსადენის (ТAP-ის) განხორციელების შემდეგ კასპიის საბადოების გაზი ევროპას, ახალი წყაროდან ახალი მარშუტით მიეწოდება.


TAP-ის პროექტის დასრულება დაგეგმილ დროში ნიშნავს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის წლიურმა დატვირთვამ შეიძლება 22 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ტრანზიტით გატარებული გაზის პროპორციულად, შეღავთიან ფასში დამატებით მიიღოს რამდენიმე ასეული მლნ კუბური მეტრი გაზი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მოქალაქეთა კეთილდღობის გაუმჯობესებაში. 

იტალიის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა ტრანსადრიატიკული გაზსადენის, რომელიც ТAP-ის სახელითა ცნობილი მშენებლობაზე იტალიის სანაპირო წყლებსა და ხმელეთზე. ამით მოიხსნა, ის უკანასკნელი ბარიერი, რაც გარკვეულწილად ეჭქვეშ აყენებდა სამხრეთის გაზის კორიდორის წარმატებით დასრულებას დაგეგმილ ვადებში.


სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი მოიცავს 4 ძირითად ნაწილს. აზერბაიჯანულ შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მე-2 ფაზა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს, თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ტრანსანატოლიური მილსადენ TANAP-ს და ტრანსადრიატიკულ TAP მილსადენს.


კორიდორის შემადგენელი პირველი 3 პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია, პარალელეურად დაწყებულია TAP მილსადენის მშენებლობა საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე. ახლა კი პროექტის რეალიზაცია ინტენსიურად გაგრძელდება იტალიის მონაკვეთზეც.