კორპორაციისაგან გაზს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი” შეიძენს
08 ივლისი, 2014
ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ გაზს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი” შეიძენს. სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (სნგკ) გასაყიდად გამოტანილი ქონდა ორი მლნ. კუბ. მ. მოცულობის ხელმისაწვდომი გაზი.
აუქციონში ვაჭრობა გაიმართა 1000 კუბ. მ. გაზზე. კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 300 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენმა” სნგკ-ს 305 აშშ დოლარი შესთავაზა.
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზზე აუქციონი 30 ივნისს გამოაცხადა. აუქციონი 7 ივლისს გაიმართა. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან უახლოეს მომავალში გაფორმდება.