სნგკ ობლიგაციების მფლობელ ინვესტორთა შეხვედრებზე დასასწრებად ლონდონსა და ნიუ-იორკს ეწვევა
12 ნოემბერი, 2013
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" (სნგკ), რომელსაც Fitch-ის მიერ მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, ხოლო S&P-ის მიერ B რეიტინგი, 2013 წლის 18 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ობლიგაციების მფლობელ ინვესტორთა შეხვედრებზე დასასწრებად ლონდონსა და ნიუ-იორკს ეწვევა. შეხვედრები მიზნად ისახავს ობლიგაციების მფლობელი ინვესტორებისთვის ბოლოდროინდელი მოვლენებისა და სიახლეების გაცნობას. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენს ერთადერთ ნავთობის ეროვნულ კომპანიას საქართველოში.
შეხვედრების ორგანიზატორია J.P. Morgan, თუმცა შეხვედრებთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უშუალოდ სნგკ-ს ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ომარ ოგბაიძეს (o.ogbaidze@gogc.ge).
შეხვედრების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.google.com/calendar/embed?src=gogc@georgiainvestor.net&ctz=Europe/London (გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეხვედრა, აშშ შეხვედრების ჩათვლით, წარმოდგენილია ლონდონის დროით).
ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ შეხვედრა შეხვედრების დანიშვნის კალენდრის საშუალებით ელ-ფოსტაზე: gogc@georgiainvestor.net.
მოთხოვნაში გთხოვთ მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი და შეხვედრის დრო, ასევე შეხვედრამდე და მის შემდეგ გაითვალისწინოთ 30-წუთიანი ინტერვალი.