აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2-3 სექტემბერს საველე გასვლები იგეგმება
27 ივლისი, 2013
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ეტაპის ფარგლებში 2-3 სექტემბერს ზესტაფონი-ქუთაისის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და გორი-ქარელის 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტებზე საველე გასვლებს გეგმავს. ტენდერის პირობების გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიება ობიექტების კორპორაციისა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დათვალიერების ერთადერთი შესაძლებლობაა.
2 სექტემბერს დაინტერესებული პირები მოინახულებენ აჯამეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დაგეგმილია KP18+400 გაზსადენი მილის გაყვანა განსაკუთრებული გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით, მდ. ყვირილას მიწისქვეშა გადასასვლელს, სადაც დაგეგმილია KP9+900, მილსადენით მდინარის გადაკვეთა ღია წესით; ასევე ღვანკითის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრისა და სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დაგეგმილია KP4+100, გაზსადენის მილის გაყვანა განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობების დაცვით.
3 სექტემებრს გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მონახულება: მდ. ფცის და საავტომობილო გზის კვეთა, სადაც დაგეგმილია მილსადენით მდინარის გადაკვეთა ღია წესით, მდ. ლიახვთან მდებარე ციცაბო ფერდობის დათვალიერება, სადაც დაგეგმილია მილსადენის გაყვანა წინასწარ მოწყობილ თაროებზე, მდ. თორთლას და საავტომობილო გზის კვეთა,სადაც დაგეგმილია მილსადენით მდინარის გადაკვეთა ღია წესით.
პრეტენდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია ინდივიდუალურადაც მოინახულონ და შეისწავლონ ობიექტები და მისი მიმდებარე ტერიტორია და მოიპოვონ სატენდერო წინადადების მოსამზადებლად და სამშენებლო კონტრაქტის დასადებად საჭირო ყველა ინფორმაცია.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის (რეაბილიტაცია) მშენებლობის მე-IV ფაზის პროექტი ხორციელდება USAID-ს მიერ.