სგნკ-მ „საქართველოს ნავთობგაზიანობა და მაგისტრალური მილსადენები“ -ს შესახებ ნაშრომი გამოსცა
03 მაისი, 2019
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, თეიმურაზ გოჩიტაშვილისა და სოსო ღუდუშაურის ავტორობით, გამოიცა მონოგრაფია - „საქართველოს ნავთობგაზიანობა და მაგისტრალური მილსადენები“.
ნაშრომში აღწერილია საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის დღევანდელი მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების, რეგიონული გეოლოგიისა და ნავთობგაზიანობის, ნახშირწყალბადების წარმოებისა და ევროპულ ბაზარზე მიწოდების პოტენციალის რეალიზაციის საკითხები.
წიგნში განხილულია მაგისტრალური ნავთობ და გაზსადენების ფუნქციონირების ეკონომიკური, სამართლებრივი და გეოპოლიტიკური ასპექტები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების აქტუალური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ევროპულ კანონმდებლობასა და ინსტიტუციონალურ სტრუქტურებთან საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ბაზრის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციის საკითხზე.
მონოგრაფია ძირითადად დაფუძნებულია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გეოლოგიურ ფონდებში დაცულ მასალებსა და განვითარების გეგმებში ასახული ინფრასტრუქტურული პროექტების მონაცემებზე. აგრეთვე, გამოყენებულია ხელმისაწვდომი ბეჭვდითი და ელექტრონული ინფორმაცია, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებზე წარმოდგენილი მასალები და ენერგეტიკული კომპანიების გამოქვეყნებული ანგარიშები და ოფიციალური დოკუმენტები.
მონოგრაფია ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის არის განკუთვნილი.