სარეიტინგო სააგენტოებმა Fitch Ratings და Standard & Poor’s სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაუდასტურეს არსებული რეიტინგი
29 აპრილი, 2013
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სახელმწიფოსთან გათანაბრებული რეიტინგი, რაც საქართველოში მოქმედი კომპანიების უმეტესობისათვის მაქსიმალურად შესაძლებელი რეიტინგია. მეორე წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s -მაც ასევე დაადასტურა კორპორაციის არსებული რეიტინგი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ. აშშ დოლარის ევროობლიგაციები 6.875%-ში.
კორპორაციის განცხადებით, საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან გათანაბრებული რეიტინგი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორაციის დადებითი იმიჯისათვის, მისი პოზიტიური ისტორიის შესაქმნელად, რაც მომავალში არა მხოლოდ გაზისა და ნავთობის კორპორაციას, არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილებს საერთაშორისო ბირჟებზე ფინანსური რესურსების მოზიდვას.