სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა კორპორაციის რეიტინგის პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა
21 ნოემბერი, 2016
სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (სნგკ) რეიტინგის პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურით შეცვალა და „B+/B” რეიტინგი დაუდასტურა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, კორპორაციის რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება ასახავს მოლოდინს, რომ გაზრდილი EBITDA (მოგება, პროცენტის, მოგების გადასახადის და ცვეთის გამოკლებამდე) კომპანიას აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს პროექტები სასესხო წნეხის მნიშვნელოვანი გაზრდის გარეშე. სააგენტოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სნგკ-ის EBITDA-ს მაჩვენებელი 2016 წელს გაიზრდება და ნაცვლად 2015 წლის 125 მლნ. ლარისა, 200 მლნ. ლარი იქნება, რის მიზეზადაც გაზის შედარებით ხელსაყრელ შესასყიდ ფასსა და გარდაბანის კომბინირებული თბოსადგურის წარმატებულ ექსპლუატაციას ასახელებს.
სააგენტო პოზიტიურად აფასებს ორი მსხვილი პროექტის - „გარდაბანი 2“-ისა და მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტების სნგკ-ს მიერ რეალიზაციის დაწყებას. გარდაბნის მეორე თბოსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2017 წლის პირველ ნახევარში, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. მიწისქვეშა გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყება და პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება.