საქართველოში ფიქლის ნავთობისა და გაზის თემატიკაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
22 მაისი, 2014
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მიმდინარე წლის 10-11 ივნისს ქალაქ ბათუმში ატარებს საერთაშორისო კონფერენციას - „ფიქლის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო დონის ექსპერტები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე განხილული იქნება უახლესი ინფორმაცია ფიქლის ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით, როგორც კომერციული და ახალი ტექნოლოგიების კუთხით, ასევე რისკების, გეოლოგიისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან, ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებიდან, დაინტერესებული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საქართველოში აშშ-სა და სხვა ქვეყნების საელჩოებიდან და მსხვილი დონორი ორგანიზაციებიდან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის სფეროში მომუშავე ინვესტორი კომპანიებიდან.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ფიქლის ნავთობისა და გაზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, ასევე დისკუსიას აღნიშნული სფეროს საქართველოში განვითარების პერსპექტივების შესახებ.