საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენებით ნავთობის ტრანზიტის მონაცემები

18 ივლისი, 2012
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) ჯეიჰანის პორტში 2012 წლის იანვარ-ივნისში 17 396 047 ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი გადაიტვირთა, რაც 5%-ით ნაკლებია 2011 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.



რაც შეეხება დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენს (WREP). აღნიშნული მილსადენით, 2012 წლის პირველ ნახევარში, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირებულია 1 798 444 ტონა ნედლი ნავთობი - რაც 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირებულია.



საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი ჯეიჰანის პორტში 2005 წლის სექტემბრიდან დაიწო, დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება კი 1999 წლიდან ხორციელდება.