საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან გაზს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია შეიძენს
28 ივნისი, 2011
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დღეს აუქციონი გაიმართა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანაიამ - შპს "ქართულმა ცემენტმა" და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ" გამოთქვა.
ნინოწმინდის საბადოზე მოპოვებულ 1 000 000 კუბურ მეტრ ხელმისაწვდომ გაზს ენერგეტიკული კორპორაცია იყიდის - 1000 კუბურ მეტრს 255 დოლარად.
მონაწილეთაგან კორპორაციას 1000 კუბურ მეტრ გაზში მეტი ფასი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ შესთავაზა და გამარჯვებულადაც ის დასახელდა.
გამარჯვებულისათვის გაზის მიწოდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე, სოფელ პატარძეულში არსებული საზომი პუნქტიდან განხორცილდება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი 25 ივნისს გამოაცხადა.