საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობა დაასრულა
24 დეკემბერი, 2019
გარდაბნის თბოელექტროსადგური-2 საცდელი გაშვებისა და კომპლექსური გასინჯვის რეჟიმში უკვე აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას.
კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მისი სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.
პირველად საქართველოში, ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციით, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიური იქნება, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.
გარდაბნის თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-Power) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. აღნიშნული კომპანია ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით მოცემული დანადგარების წარმოებაში და გამოირჩევა ენერგო ეფექტურობისა და ხარისხის მაღალი სტანდარტით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, „პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული ენერგეტიკული სისტემის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და მთლიანად ენერგო სექტორის შეუქცევადი განვითარებისათვის.“
შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’-ის მიერ 230 მგვტ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია - China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC) შეასრულა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანჯინში. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და იგი ჩართულია 30-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარე საერთაშორისო საინჟინრო პროექტებში.