საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გორი-ქარელი-ხაშურის 17 კმ-იან მონაკვეთს აშენებს
22 თებერვალი, 2018
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ), აღმოსავლეთ-დასავლეთის გორი-ქარელი-ხაშურის მაგისტრალური გაზსადენის, ფცა-ჩორჩანას 700 მმ-იანი დიამეტრის ახალ, 17 კმ-იან მონაკვეთს აშენებს.
გაზსადენის მთლიან მონაკვეთზე გათხრილია ტრანშეა, 3 კმ-მდე მონაკვეთზე ჩალაგებულია მილები და შედუღებულია 9 კმ-მდე მონაკვეთის მილები.
კორპორაციის კონტრაქტორი, ქართული კომპანია “საქმილსადენმშენი“ სამუშაოების დასრულებას 2018 წლის ზაფხულის ბოლოსთვის გეგმავს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელი -ხაშურის“ 51 კმ-იანი მონაკვეთიდან უკვე ააშენა 34 კმ -იანი მონაკვეთი. გაზსადენის არსებულ მონაკვეთზე 1960-იან წლებში აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700მმ დიამეტრის სექციებით შეიცვალა, რითაც გაიზარდა მილსადენის გამტარუნარიანობა.
კორპორაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს. რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას.