საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ორგანიზებით ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა
03 სექტემბერი, 2007
საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ორგანიზებით 30 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, სასტუმრო ”თანამგზავრში” ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა.
სემინარის მიზანი იყო ეკონომიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ, კორპორაციის და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის შესახებ. ოთხდღიანი სემინარის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ახალი სტრუქტურის და ვებ-გვერდის პრეზენტაცია. აგრეთვე, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის, სატრანზიტო პროექტების მონიტორინგის სპეციფიკის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის უსაფრთხოების კონცეფციის, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების, ნავთობის ძებნა-ძიების გეოლოგიური ასპექტების და ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების და საქართველოში ნავთობის მოპოვების პერსპექტივების შესახებ.
სემინარის მონაწილე ჟურნალისტებმა კორპორაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე საკუთარი კონცეფციები წარმოადგინეს და კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსია გამართეს