"საქართველოს ათასწლეულის ფონდმა" ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით წინასატენდერო პროცედურა დაიწყო
04 მარტი, 2008
"საქართველოს ათასწლეულის ფონდმა" ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით წინასატენდერო შეტყობინება გამოაცხადა.
შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე რამდენიმე ლოტად ჩატარდება:
ლოტი 1: ყაზახ-საგურამოს 1020 მმ-იანი გაზსადენის 3,6 კმ კოროზირებული მონაკვეთის შეცვლა და ყარადაგ-თბილისის 720 მმ-იან და ყაზახ-საგურამოს 1020 მმ-ან გაზსადენებს შორის არსებული 3,6 კმ 720 მმ-იანი კოროზირებული შემაერთებელი ხაზის შეცვლა;
ლოტი 2: მდინარე დუშეთისხევის კალაპოტში მიწაყრილის მოწყობა და მის შენაკადთან ეროზიისაგან დაცვა. ასევე, მდინარის ცხვედიეთის კალაპოტში მილსადენის გადაკვეთის შესანარჩუნებლად მიწაყრილის მოწყობა;
ლოტი 3: მილსადენის გასხვისების დერეფნის გადამკვეთ ნაკადებზე ორი წყალგამშვები მილის მოწყობა გაზსადენის გასწვრივ მისვლის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად და მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოები ეროზიის დასაცავად. სამუშაოები გაზსადენის 2 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ განხორციელდება;
ლოტი 4: მდინარე გლდანულასთან 1020 მმ-იანი გაზსადენის მიწისქვეშა გადაკვეთის შეცვლა და ამავე მონაკვეთზე სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ცხრა სოლისებური ონკანის შეცვა. გარდა ამისა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ჟინვალის წყალსაცავში ნაწილობრივ წყალქვეშ მოქცეული ონკანი მოხსნას.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამუშაოების დაწყება 2008 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. საქართველოს ათასწლეულის პროგრამის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 49,5 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის მიზანია ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული უბნების რეაბილიტაცია. მაგისტრალის რეაბილიტაციის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.