საკოორდინაციო კომიტეტების შემადგენლობების შეცვლა
28 მარტი, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიებთან შექმნილი საკოორდინაციო კომიტეტების შემადგენლობებს ცვლის. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებულ პროდუქციის წილობრივი გადანაწილების ხელშეკრულებებში (პწგხ) ცვლილებები განხორციელდება. ცვლილელები "საქნავთობის", ნავთობისა და გაზის კორპორაციების გაერთიანების შემდეგ გახდა აუცილებელი.
საკოორდინაციო კომიტეტებში, რომლებიც მხარეებს შორის არსებული პირობების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ, სახელმწიფოსა და ინვესტორის წარმოამდგენლები თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი. ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, რომელიც ინვესტორებთან ურთიერთობაში სახელმწიფოს წარმოადგენს, კომიტეტების წევრთა ვინაობა და რაოდენობა უკვე განსაზღვრა. ინვესტორი კომპანიებიდან საკოორდინაციო კომიტეტის წევრთა სია "ანადარკოს" და "კანარგოს" აქვთ წარმოდგენილი.
პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები სახელმწიფოს გაფორმებული აქვს "კანარგო ჯორჯიასთან", "ანადარკოსთან"და "ფრონტერა რისორზის ჯორჯიასთან." საკოორდინაციო კომისიების შექმნას სწორედ ეს ხელშეკრულებები ითვალისწინებს. კომიტეტების სხდომები კვარტალში ერთხელ იმართება, აუცილებლობის შემთხვევაში კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩატარდეს.