საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
12 ივნისი, 2014
პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ფიქლის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილებადა მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ დასრულდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო დონის ექსპერტები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, მონაწილეები საქართველოს ნავთობისა და გაზის სფეროში მომუშავე ინვესტორი კომპანიებიდან.
ფიქლის ნავთობისა და გაზის განვითარების ისტორია, ძებნა-ძიება და მოპოვება, ოპერაციების დაწყებისგამოცდილება ახალ ქვეყნებში, საქართველოს ფიქლებიდან ნავთობისა და გაზის მოპოვების გეოლოგიურიპირობების შეფასება კონფერენციაზე განსახილველი თემები იყო.
კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გახნსა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საქართველო,ისევე როგორც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა განვითარებისკენ ისწრაფვის, რისთვისაც საკუთარი რესურსების ათვისება რაციონალური გზაა. მისი თქმით, ექსპერტები აფასებენ საქართველოშიც ფიქლის ნავთობისა და გაზის რესურსს და ამ მიმართულებით მუშაობის პერსპექტივებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი ექსპერტული კვლევების გაცნობა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, კონფერენცია მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისთვის ფიქლის ნავთობისა და გაზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე დისკუსიის დაწყებას აღნიშნული სფეროს საქართველოში განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ორდღიანი კონფერენცია, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩაატარა, 10 ივნისს გაიხსნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე