”რუსთავი-საგარეჯოს” მონაკვეთზე სამუშაოების 64 პროცენტი უკვე შესრულებულია
25 ივნისი, 2014
მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ-იანი დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 64% უკვე შესრულებულია, რომელთა შორისაცაა ტრანშეას გათხრა, მილების შედუღება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და აღდგენა, მიწის უკუჩაყრა, ჰიდროტესტირება და სხვა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს. პროექტის ღირებულებაა 5 194 207 ლარი. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დაიწყო და, კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
პროექტის დასრულების შემდეგ უზრნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით.