„რუსთავი-საგარეჯოს” მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
28 ივლისი, 2014
მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ-იანი დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი გრძელდება. ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 68% უკვე შესრულებულია.
გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 5 194 207 ლარს შეადგენს.
სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დაიწყო და, კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, მილების სამშენებლო დერეფანში განლაგებას, მილების შედუღებას, შენადუღი პირაპირების იზოლაციას, ტრანშეას მომზადებას, მილსადენის ტრანშეაში სექციურ განთავსებას, თხრილის შევსებას, საგამოცდო სამუშაოებს (ჰიდროტესტირება), სამშენებლო დერეფნის აღდგენისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს.
კახეთის რეგიონს საბჭოთა პერიოდში გაზი “რუსთავი-თელავის“ გაზსადენით მიეწოდებოდა. 1990-იან წლებში გაზის დანაკარგების გაზრდის გამო კახეთის გაზმომარაგება შეწყდა და დაიწყო მილების დატაცება. ამ პერიოდში სრულად გაიძარცვა „რუსთავი-თელავის“ 300მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის „რუსთავი-საგარეჯოს“ 25კმ-იანი მონაკვეთი.
კახეთის რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს. ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ-იანი დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფასა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის დასრულებით უზრნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით.