ახალქალაქის რაიონის გაზმომარაგებისთვის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა
24 დეკემბერი, 2007
ახალქალაქის რაიონის გაზმომარაგების მიზნით წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის 700-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა.
მონაკვეთი "საქართველოსნავთობისა და გაზის კორპორაციის" დაფინანსებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ", სუბ-კონტრაქტორ "New Energy"-სთან ერთად, ააშენა. დამონტაჟდა ორი გამანაწილებელი პუნქტი, რითაც გაზს ახალქალაქის რაიონის შვიდი სოფელი მიიღებს.
ახალქალაქის რაიონის გაზმომარაგება შეუძლებელი იყო, რადგან წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 90-იან წლებში შეჩერდა. გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი გახდება.
ახალქალაქის გაზმომარაგებას უკვე კერძო კომპანია განახორციელებს. შესაბამის ტენდერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ატარებს.