საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენებით ნავთობის 2011 წლის ტრანზიტის მონაცემები

29 აგვისტო, 2011
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) ჯეიჰანის პორტში 2011 წლის იანვარ-ივნისში 18,2 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი გადაიტვირთა, დაახლოვებით იგივე ოდენობის, რაც 2010 წლის ამავე პერიოდში.

რაც შეეხება დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენს (WREP). აღნიშნული მილსადენით, 2011 წლის პირველ ნახევარში, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირებულია 2.1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი - იმდენივე რაც 2010 წლის იმავე პერიოდში.

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი ჯეიჰანის პორტში 2005 წლის სექტემბრიდან დაიწო, დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება კი 1999 წლიდან ხორციელდება.