ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2016 წელს გამოშვებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება წარმატებით განახორციელა
26 აპრილი, 2021
სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.
რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა. 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი.
აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.