ნავთობისა და გაზის კორპორაცია 20 000 ტონამდე ნავთობს ყიდის
07 დეკემბერი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 20 000 ტონამდე Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა.
მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წინასწარ, “ბე”-ს სახით, კორპორაციის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს 100 000 აშშ დოლარი ან ამ თანხის ექვივალენტური ოდენობა ლარებში, ჩარიცხვის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება პრეტენდენტი, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს. მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის – 9.0 აშშ დოლარის მიმართ.
აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 20 დეკემებრს 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში.