ნავთობის პერსპექტიულობის განსაზღვრის მიზნით „მანავი-13“-ზე ბურღვის სამუშაოები მიმდინარეობს
27 მარტი, 2015
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, შპს „ნინოწმინდის ნავთობკომპანიის“ წარმომადგენელმა საქართველოში კლიფორდ აიზეკმა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საძიებო ჭაბურღილი „მანავი-13“ დაათვალიერეს.
აღნიშნული ჭაბურღილი არსებულ ტერიტორიაზე ნავთობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად 4500 მეტრ სიღრმეზე იბურღება.
ჭაბურღილის სავარაუდო ღირებულება 21 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. ბურღვას ინვესტორის დაკვეთით შეასრულებენ კომპანიები „გრეი ვულფი“, „შლუმბერჟე“ და „ჰალიბარტონი“.
შპს „ნინოწმინდის ნავთობკომპანია“ საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს და მოიცავს საქართველოს ტერიტორიის XIE და XIF სალიცენზიო ბლოკებს. კომპანიის აქტივებს მართავს ბრიტანული და ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კომპანიები „კანარგო ლიმიტედი“ და „ემ.ენ.დი. ჯორჯია ბი.ვი“. სალიცენზიო ბლოკების საეთო ფართობი 108 კვ. მ-ია და მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს. კომპანიამ 1996-2014 წლებში საქართველოში 211 800 000 აშშ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს კერძო კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში, ახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს და განკარგავს ნავთობის სახელმწიფო წილს.
საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად ხუთი ინვესტორი კომპანია ახორციელებს.