ნავთობის, გაზისა და ინფრასტრუქტურის ყოველწლიური კონფერენცია GIOGIE 2012 დასრულდა
30 მარტი, 2012
საქართველოს ნავთობბისა და გაზის კორპორაციის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა-კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2012 გაიმართა.
ენერგოუსაფრთხოება, გაზის მიმწოდებლების დივერსიფიცირება, ჰიდროელექტროსადგურების რეკონსტრუქცია, გაზსაცავების მშენებლობა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და პრივატიზაცია იყო თემები, რომლებზეც სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 28-29 მარტს იმსჯელეს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახელით კონფერენციის მონაწილეებს კომერციული დირექტორი ლევან გოგოძე მიესალმა, კორპორაციის საქმიანობაზე, მიმდინარე და პერსპექტიულ პროექტებზე კი კორპორაციის ანალიტიკოსმა დავით ონიანმა ისაუბრა.
კონფერენციის მხარდამჭერები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო და საქართველო-ბრიტანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყვნენ.
GIOGIE ყოველწლიურია და უკვე მეთერთმეტედ გაიმართა. წელს მასში 15 ქვეყნიდან 130-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.