ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობაზე წინასაკვალიფიკაციო შერჩევისას 25-მდე მონაწილე გამოვლინდა
26 ივლისი, 2012
სს „ნამახვან ჰესების კასკად“-მა მდინარე რიონზე ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობაზე წინასაკვალიფიკაციო შერჩევა დაასრულა.
შერჩევის შედეგად გამოვლინდა 25-მდე მონაწილე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წინასაკვალიფიკაციო შერჩევა.
აღნიშნული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ სს „ნამახვან ჰესების კასკადი“-ს პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში და გამოვლინდება გამარჯვებული.
ინტერესთა გამოხატვა აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა. ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ითვალისწინებს კასკადის მშენებლობას მდინარე რიონზე დასავლეთ საქართველოში ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. კასკადი მდებარეობს კავკასიის მთიან რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის რიონის დაბლობზე.