ათასწლეულის ფონდმა მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საჭირო მილების მომწოდებელთან ხელშეკრულება გააფორმა
22 იანვარი, 2008
საქართველოს ათასწლეულის ფონდმა აზერბაიჯანულ კომპანიასთან - Oil and Gas Construction Trust დღეს ხელშეკრულება გააფორმება. ხელშეკრულების მიხედვით კომპანია დაახლოებით 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მილების და სხვა მასალების მოწოდებას უზრუნველყოფს.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამუშაოების დაწყება 2008 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. შესყიდული მილები (ჯამში 7 კილომეტრის სიგრძის) მეორე ფაზით გათვალისწინებულ 9 უბნის რეაბილიტაციას მოხმარდება.
საქართველოს ათასწლეულის პროგრამის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 49,5 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის მიზანია ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული უბნების რეაბილიტაცია. მაგისტრალის რეაბილიტაციის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.