მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვები იწყება
13 ივლისი, 2012
სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის ,,ზესტაფონი-ქუთაისის’’ 23 კმ სიგრძის და ”გორი-ქარელის” 51 კმ სიგრძის მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვებს იწყებს.
საჯარო განხილვა “ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთზე გაიმართება 2012 წლის 3 სექტემბერს ბაღდათის, 4 სექტემბერს ზესტაფონის და 5 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.
მაგისტრალური გაზსადენის ”გორი-ქარელის” მონაკვეთზე დაგეგემილი სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვები კი გაიმართება 2012 წლის 6 სექტემბერს ხაშურის, 7 სექტემბერს ქარელის და 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტებში.
“ზესტაფონი-ქუთაისის” და “გორი-ქარელის” მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის" IV ეტაპია და ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.