მაგისტრალური გაზსადენის 30 კმ-იან მონაკვეთს "ნიუ ენერჯი" ააშენებს
22 მარტი, 2011
წითელი ხიდი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 30 კმ-იან მონაკვეთს "ნიუ ენერჯი" ააშენებს.
საერთაშორისო ტენდერში, რომელიც კორპორაციამ, 28 თებერვალს გამოაცხადა, ხუთი კომპანია მონაწილეობდა.
ტენდერის გამოცხადების დროს პროექტის სავარაუდო ღირებულებად, 18 მილიონი ლარი დასახელდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კორპორაციას პროექტის ღირებულებად ყველაზე ნაკლები ფასი -12,8 მილიონი ლარი შესთავაზა.
წითელი ხიდი-საგურამოს 80კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციას. პროექტის ფარგლებში, გარდაბანი-ნავთლუღის 30კმ მონაკვეთი 2006 წელს აშენდა, ხოლო 10 კმ-იანი მონაკვეთი 2010 წელს.