მაგისტრალური გაზსადენის 10 კმ-იან მონაკვეთს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ააშენებს
15 მარტი, 2011
წითელი ხიდი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 10 კმ-იან მონაკვეთს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ააშენებს.
საერთაშორისო ტენდერში, რომელიც კორპორაციამ, 24 თებერვალს გამოაცხადა, ექვსი კომპანია მონაწილეობდა.
ტენდერის გამოცხადების დროს პროექტის სავარაუდო ღირებულებად, 6 მილიონი ლარი დასახელდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კორპორაციას პროექტის ღირებულებად ყველაზე ნაკლები ფასი - 3,3 მილიონი ლარი შესთავაზა.
წითელი ხიდი-საგურამოს 80კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციას. პროექტის ფარგლებში, გარდაბანი-ნავთლუღის 30კმ მონაკვეთი 2006 წელს აშენდა, ხოლო 10 კმ-იანი მონაკვეთი 2010 წელს.