კორპორაციამ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო
12 აპრილი, 2010
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ პატივი მიაგო ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას. კორპორაციის წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოში პოლონეთის ელჩს მიუსამძიმრეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.
პოლონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო კორიდორის ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტში. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია პოლონულ კომპანია PERN-თან და პროექტში მონაწილე სხვა სამი ქვეყნის კომპანიებთან ერთად პროექტის მმართველი კომპანია "სარმატიას" თანამეწილეა.