კორპორაციამ გაზსადენის „რუსთავი-საგარეჯოს” მონაკვეთი ააშენა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა. ამჟამად ახალაშენებული გაზსადნის მოქმედ მაგისტრალთან შეჭრითი სამუშაოები მიმდინარეობს.
5 194 207 ლარის ღირებულების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ - შპს “კომფორტმშენ XXI“ განახორციელა. სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ახალი 25კმ-იანი მონაკვეთი უზრნველყოფს კახეთის რეგიონის უწყვეტგაზმომარაგებას ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით.
კახეთის რეგიონს საბჭოთა პერიოდში გაზი “რუსთავი-თელავის“ გაზსადენით მიეწოდებოდა. 1990-იან წლებში გაზის დანაკარგების გაზრდის გამო კახეთის გაზმომარაგება შეწყდა და დაიწყო მილების დატაცება. ამ პერიოდში მთლიანად გაიძარცვა “რუსთავი-თელავის“ გაზსადენის “რუსთავი-საგარეჯოს“ 25კმ-იანი მონაკვეთი. კახეთის რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს.