კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა
10 აგვისტო, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა. კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზს ჯამში 2 000 000 კუბური მეტრის მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე სოფელი პატარძეულში არსებულ საზომ პუნქტზე.
აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 კუბურ მეტრ გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის 255 აშშ დოლარის მიმართ, სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც 1 000 კუბ. მ. გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.
აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 12 აგვისტოს 16:00 საათზე, შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ადმინისტრაციულ შენობაში.