კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა
02 ივნისი, 2014
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ნინოწმინდის საბადოდან და კრწანისის #39 ჭაბურღილიდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ ხელმისაწვდომი გაზს 2 000 000 კუბ. მ-ის მოცულობით.
გაზის მიწოდება განხორციელდება სოფელი პატარძეულში არსებულ საზომ პუნქტში,
აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 310 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ათას კუბ. მ. გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.
რაც შეეხება, კრწანისის #39 ჭაბურღილიდან, XIB სალიცენზიო ფართობზე 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ ხელმისაწვდომ, მომყოლ გაზს, აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 275 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.
ორივე აუქციონი სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში 2014 წლის 9 ივნისს ჩატარდება.