კორპორაცია კრწანისის ჭაბურღილიდან მოპოვებულ გაზს ყიდის
28 მაისი, 2015
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” XIB სალიცენზიო ფართობზე, კრწანისის #39 ჭაბურღილიდან 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ სახელმწიფო წილ ხელმისაწვდომ მომყოლ გაზზე აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1000 კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 275 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც 1000 კუბ. მ. გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 4 ივნისამდე. აუქციონი ჩატარდება 2015 წლის 4 ივნისს, კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში.
აუქციონის გამართვამდე, განაცხადების მიღების პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ასევე ეძლევა ინტერესთა გამოხატვის უფლება, რათა წარმოადგინოს სხვა ალტერნატიული წინადადება მოპოვებული გაზის შესყიდვის მიზნით.